Agile ივენთები

ჩავლილი ღონისძიებები

26 აპრილს, საერთაშორისო ეჯაილ სამიტი - AgileXchange Vol 3! 2024

გაეცანი დღის წესრიგს და შეხვდი სპიკერებს


International Agile Summit Vol. 3! 2024
🌟 Agile Mentor-მა განახლებული ფორმატით, საერთაშორისო სპიკერებითა და ყველაზე აქტუალური საკითხებით წლის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ეჯაილ სამიტს - AgileXchange Vol. 3-ს უმასპინძლა.

🌍 სამიტს ესწრებოდა 350-ზე მეტი ეჯაილ ენთუზიასტი. Agile Mentor-მა შეძლო, კიდევ უფრო გაეძლიერებინა Agile Community საქართველოში და ხელი შეეწყო საქართველოს დამკვიდრებისთვის ეჯაილის მსოფლიო რუკაზე. 😊

ფოტოები ღონისძიებიდან, იხილე ბმულზე: https://shorturl.at/xzHL5 

🤝 უზარმაზარი მადლობა მხარდაჭერისთვის სპიკერებს, თითოეულ სტუმარს და ჩვენს გენერალურ მხარდამჭერებს: TBC - თიბისი, ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding, aPeople და ღონისძიების პარტნიორებს: EPAM Georgia, Space International, HRPA • Georgia, Edutech, DEVELOR Georgia, Geosoft • ჯეოსოფტი, IT Academy Step Georgia, BLUE OCEAN.


 

FacebookLinkedInEmail

Agile meetup 2024

29 მარტს, Agile Meetup 2024-ს ვუმასპინძლეთ.
პანელური დისკუსიის განმავლობაში ვუპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

🔸 ყველაზე მეტად რას ექცევა ყურადღება Agile მიმართულებით კანდიდატების შერჩევისას?

🔸 რა როლს თამაშობს კულტურული თანხვედრა (fit), ტექნიკური უნარები, სერტიფიცირებები და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები ამ პროცესში?

🔸 არის თუ არა ადგილობრივ ბაზარზე Agile პროფესიონალების სიმცირე? როგორია წამყვანი კომპანიების მოთხოვნები ამ მიმართულებით?

🔸 როგორ უზრუნველყოფენ კომპანიები Agile პროფესიონალების სწრაფ ინტეგრაციას?

🔸 როგორია Agile პროფესიონალების განვითარების გზა?

🔸 ე.წ. Leveling და მოლოდინების მართვა - როგორ განვასხვავებთ სხვადასხვა გამოცდილების პროფესიონალებს Agile მიმართულებით?

ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა მიიღეს განსაკუთრებული შეთავაზება წლის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო AGILE SUMMIT 2024-ზე დასასწრებად და სპეციალური საჩუქრები.

გამოცდილება გაგვიზიარეს:

TBC, Unijobs.ge, Space - სფეისისა და Apeople-ის წარმომადგენლებმა.







Meet the Creator of Agile Manifesto - AgileXchange Vol. 2 

31 ოქტომბერს, საქართველოში პირველი Agile სამიტის ორგანიზების შემდეგ, Agile Mentor-მა  AgileXchange Vol.2 -ს უმასპინძლა.

Agile Mentor-მა ამ ღონისძიებით კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი საქართველოს დამკვიდრებას ეჯაილის მსოფლიო რუკაზე.

მედია სიუჟეტი ჩვენ შესახებ:
ახალი დღე - ბიზნეს პარტნიორი

ღონისძიების მხარდამჭერები: TBC, Lineate, Apeople, GPI Holding, PSP.
ღონისძიების პარტნიორები: BTU, GITA, HRPA, Dev.ge, EduTech, EPAM, Tallium Digital


AgileXchange - პირველი Agile სამიტი საქართველოში

4 ივლისს, Agile  Mentor-მა Agile სამიტს უმასპინძლა. ეს იყო პირველი ივენთი, რომელიც საქართველოში Agile-ის შესახებ ფიზიკურ სივრცეში ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ტრანსფორმაციების ქეისებზე ისაუბრებს.

სამიტს ჰქონდა 2 დანიშნულება:
1. ქართული კომპანიების პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და ევროპული ქვეყნების ანალიზი; 
2. დამსწრეებს გაეგოთ, რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში ეჯაილ პროფესიების სწავლის და განვითარების ნაწილში.

მედია სიუჟეტები ჩვენ შესახებ:
საქმიანი დილა - BMG
Forbes Georgia - საერთაშორისო Agile სამიტზე
რა იგეგმებოდა Agile სამიტზე?
Palitra News - ჩვენ შესახებ

ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი: Geosoft
მხარდამჭერები: Liberty Bank, Skillwill