ჩვენ შესახებ

AGILE MENTOR  - ქართული პლატფორმა, რომელიც AGILE პროფესიების დაუფლებასა და საერთაშორისო სერტიფიცირებაში დაგეხმარებათ

Agile Mentor-ი შეიქმნა ციფრული პროდუქტის შექმნა-განვითარებაში მონაწილე ადამიანებისთვის, სქრამ-მასტერებისთვის (Scrum Master) პროდუქტის მფლობელებისთვის (Product Owner), ლიდერებისთვის, პროექტის მენეჯერებისთვის, ბიზნესანალიტიკოსებისთვისა და Agile-მართვით დაინტერესებული კომპანიის ნებისმიერი წევრისთვის.

Agile Mentor-ის შეთავაზებები შენთვის საინტერესოა, თუ:

რას სთავაზობს Agile Mentor-ი დაინტერესებულ პირებსა და კომპანიებს?

Agile Mentor-ის შექმნამდე არ არსებობდა პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ქართულ ენაზე შესთავაზებდა სხვადასხვა კურსს. სწორედ ამ საჭიროებისთვის, Agile Mentor-ის ავტორობით შეიქმნა პირველი ქართული თვითმასწავლებელი კურსი Agile Scrum-ისა და საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსების შესახებ. ქართულენოვანი კურსები უკვე განთავსებულია მსოფლიოში აღიარებულ სასწავლო პლატფორმა Udemy-ზე − Online Courses - Learn Anything, On Your Schedule | Udemy.

აღნიშნული ინიციატივის განხორციელების შემდეგ, Agile Mentor-ი კიდევ უფრო გაიზარდა და დღეს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და კომპანიას, მუდმივ რეჟიმში სთავაზობს:

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებისა, Agile Mentor-ი დაინტერესებულ პირებს ყოველ ოთხშაბათს YouTube-არხზე განახლებულ ვიდეოკონტენტს სთავაზობს, სადაც ნებისმიერ ადამიანს სრულიად უფასოდ შეუძლია შეისწავლოს Agile-ი და მისი საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სერვისი, რომელსაც Agile Mentor-ი ახორციელებს, მენტორთან პერსონალური შეხვედრის ჩანიშვნის შესაძლებლობაა. მითითებულ ბმულზე ნებისმიერ მსურველს სულ რაღაც რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერით შეუძლია გამოცდილი და გამორჩეული მენტორებისგან მიიღოს მის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული რჩევები. აღნიშნული სერვისი განკუთვნილია მათთვის, ვისაც რჩევა, აზრის კითხვა ან დაკვალიანება უახლოეს მომავალში, მცირე დროში, სჭირდება.

თუ დაინტერესებული ხართ Agile-ით, გსურთ მიიღოთ განახლებადი ინფორმაცია კურსების შესახებ და გაიცნოთ თანამოაზრეები. შემოუერთდით Agile-ქომიუნითი-ჯგუფს − AgilexChange Georgia,  სადაც საინტერესო სპიკერებთან ერთად ყოველთვიურად იმართება პანელური დისკუსიები და სხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც პროფესიულ განვითარებაში დაგეხმარებათ.


FacebookLinkedInYouTube