რესურსები
გიზიარებთ რეტროსპექტივის TOP 3 ფორმატს.
ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი რეტროს წარმატების გასაღები არის შესაბამისი ფორმატი და უსაფრთხო გარემო სადაც ადამიანები იდეებისა და აზრების გაზიარებას არ ერიდებიან.
თუ ხარ Scrum Master-ი და Agile Coach-ი ალბათ ყოფილხარ ისეთ სიტუაციაში, სადაც დაგჭირვებია რაიმე სწრაფად და ნათლად აგეხსნა შენი Development გუნდისთვის? თანაც ქართულად ?
ზოგჯერ წარმოუდგენლად რთული ხდება ეს პროცესი და ჩვენ გვინდა დაგეხმაროთ თქვენ და თქვენს გუნდს, Agile-ის პრინციპების მარტივად შესწავლაში.
ამისათვის, 3C მეთოდს გაგაცნობთ, რომელიც რონ ჯეფერისიმ, ექსტრემალური პროგრამირების (XP) ერთ-ერთმა დამფუძნებელმა შექმნა.
რატომ არის 3C მეთოდი ასეთი ეფექტური Agile გუნდებში გამოსაყენებლად?
რადგან, ის ხელს უწყობს სიცხადეს, თანამშრომლობასა და მომხმარებელზე ორიენტირებულობას:
**სიცხადე**: სამუშაოს დაყოფითა და ღია კომუნიკაციის ხელშეწყობით, გუნდის წევრებმა უკეთ იციან რა უნდა გააკეთონ და როგორ მიაღწიონ დასახულ მიზანს.
**თანამშრომლობა**: ყალიბდება კროს-ფუნქციური გუნდები და მარტივია ცოდნის გაზიარება, რაც გუნდს დინამიურს ხდის და ამარტივებს ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს
**მომხმარებელზე ორიენტირებულობა**: ნათელი ხდება მომხმარებლის სურვილები და მარტივია ფასეული მომსახურების მიწოდება. გუნდი მომხმარებლის ერთგული რჩება და მეტად მოტივირებულია შექმნას ხარისხიანი პროდუქტი.
3C მეთოდის სიმარტივითა და ეფექტურობით, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ჩვენს დეველოპერებს განვითარებაში და გზა გავუკვალოთ წარმატებისკენ.
გაინტერესებთ როგორ შექმნათ User Story, რომელიც რეალურ ღირებულებას შესძენს თქვენს პროექტს?
გაიცანით INVEST-ის პრაქტიკა , ის გამოიყენება User Story'ს მახასიათებლების დასადგენად.
მას ფართოდ იყენებენ Agile პროექტებში ხარისხისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.
აი რატომ არის INVEST უნივერსალური ხელსაწყო:
* იგი უზრუნველჰყოფს ამოცანების მკაფიო აღწერილობას
* მარტივად ხსნის რა უნდა გაკეთდეს და რა დრო დასჭირდება
* ხელს უწყობს მოქნილობასა და ადაპტირებას
* ხელს უწყობს Agile პროექტების წარმატებას