Agile საფუძვლები
ვისთვის არის Agile საფუძვლები?
დამწყები პროფესიონალებისთვის ეჯაილ მიმართულებით;
პროექტის მენეჯერებისთვის;
ყველასთვის, ვინც მუშაობს, ან სურს, იმუშაოს ტექნოლოგიურ სფეროში - დეველოპერების, QA ინჟინრების, დიზაინერების, ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის და ა.შ.;
ყველასთვის, ვისაც სურს, ზოგადი ცოდნა მიიღოს ამ საკითხებზე და საერთო ენა გამონახოს ტექნოლოგიურ / დეველოპმენტ გუნდებთან.
🎯 რას მიიღებს გუნდი Agile საფუძვლების ტრენინგის გავლის შედეგად:
პრაქტიკული სავარჯიშოებით გაეცნობიან ეჯაილ მიდგომის საფუძვლებს;
მიიღებენ ინფორმაციას ეჯაილ მიდგომების შესახებ რეალურ ორგანიზაციებსა და გარემოში;
შეძლებენ უკვე არსებული ცოდნის თავმოყრას ეჯაილსა და ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარების პროცესის შესახებ;
გაიგებენ ყველაზე პოპულარული ეჯაილ მიდგომებისა და მათ შორის არსებული განსხვავების შესახებ - სქრამი და კანბანი;
დაინახავენ ეჯაილ ორგანიზაციაში შემდგომი პროფესიული განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობებს;
გადადგამენ პირველ ნაბიჯებს თავისთვის რელევანტური საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის შესარჩევად და მისთვის მოსამზადებლად;
მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს!
✅ რა საკითხებს დავფარავთ კურსის განმავლობაში:
ეჯაილ ღირებულებები და პრინციპები პრაქტიკაში;
იტერაციული და ინკრემენტული განვითარების პრინციპები;
სქრამის სამუშაო ჩარჩო და კანბან მეთოდი;
როლები და პასუხისმგებლობები ეჯაილ გარემოში;
კარიერა ეჯაილში;
ეჯაილ ორგანიზაციების ქეისები.
ჩვენი ტრენერები და მენტორები:
კონსტანტინე კევლიშვილი
მოითხოვე უფასო 1 საათიანი ტრენინგი.
ჩანიშნე შეხვედრა დღეს, რათა შევქმნათ თქვენზე მორგებული კორპორატიული პაკეტი და გავაძლიეროთ თქვენი გუნდი იმ სისწრაფით, რომელიც საჭიროა წარმატების მისაღწევად დღევანდელ დინამიურ ბიზნეს გარემოში!
ჩანიშნე უფასო კონსულტაცია მენტორთან - https://calendly.com/agilementor-ge/30min